
პარლამენტის დეპუტატი ევროპული საქართველოდან გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუ მთავრობა შეზღუდვებს აწესებს შეკრებებზე ან იმ ტიპის ქმედებებზე, რაც ზრდის ვირუსის გავრცელებას, ეს უნდა შეეხოს ყველას, მათ შორის, მართლმადიდებელ ეკლესიასაც.
"გვესმის, რომ კოვზით ზიარებისას დაავადება არ გადავა ადამიანებზე, რაც ჩემთვის აბსურდია, მაგრამ მათ უფლება აქვს ამის სჯეროდეთ. მაგრამ ეს უფლება სეკულარულ სახელმწიფოში მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვების უსაფრთხოება", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.