
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინეს.
ამის შესახებ თეთრ სახლზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, არც მაიკ პენსს და არც დონალდ ტრამპს ინფიცირებულ თანამშრომელთან მჭიდრო
პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით
პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.