
როგორც კანადის პრემიერმინისტრის სტივენ ჰარპერის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო ცხადყოფს, უკრაინის დროშა კანადის პარლამენტის შენობის გვერდით, მაღალ ფლაგშტოკზე აღიმართა.
ამით კანადელი ხალხი სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს უკრაინელი ხალხის სწრაფვას ევროინტეგრაციისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ.