
მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, ფეხში დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „კვირა.ჯი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მსახიობი ბარძაყის არეშია დაჭრილი და ამ დროისათვის იგი ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თვითმხილველთა განცხადებით, მომღერალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი ლურჯი მონასტრის სიახლოვეს მოხდა. შსს მომხდარ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ კახა ა. დაჭრეს, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.