
გაეროს უშიშროების საბჭოში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა - ჯერარდმა რუსეთს შეახსენა, რომ ახლა არც 1956 წელია და არც 1968.
ეს სიტყვები ჯერარდმა გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვიქტორ ჩურკინის საპასუხოდ წარმოთქვა, როცა მის მიერ იანუკოვიჩის წერილის წაკითხვაზე ისაუბრა:
„თქვენ საუბრობთ ადამიანზე, რომელიც დამნაშავეა 90 ადამიანის დაღუპვაში და რომელიც საკუთარი ქვეყნიდან გაიქცა. ახლა არც 1956 წელია და არც 1968 წელი, როცა ერთ ქვეყანას შეუძლია, მეორე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ჩაახშოს გამოგონილი საბაბით“.