
ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც 4 მარტს გაიმართება, უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ. საგანგებო სხდომის მოწვევა პოლონეთმა მოითხოვა.
სხდომაზე ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე მდგარი იმ საფრთხეების განხილვაა დაგეგმილი, რაც ყირიმში რუსეთის სამხედრო აგრესიითაა გამოწვეული.
ინფორმაციას საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ ნატოს შტაბბინაში ადასტურებენ.