
ფოტოზე უკრაინელი ვიცე-პოლკოვნიკი, ფეოდოსიის საზღვაო ქვეითთა ბატალიონის მეთაურია. მისმა ხელქვეითებმა უარი განაცხადეს რუსი სამხედროების მიერ წამოყენებული ულტიმატუმის შესრულებაზე, რაც იარაღის დაყრას და დანებებას ითვალისწინებს.
ამასთან, საერთო შეკრებაზე ბატალიონმა მიიღო გადაწყვეტილება, თავი დაიცვან უკანასკნელ მეზღვაურამდე, დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს რუსების მხარეს გადასულ კაპიტან ბერეზოვსკის, ააგეს ბარიკადები, უარს აცხადებენ ნაწილში რუსი სამხედროების შეშვებაზე და ამჟამად შტურმის მოლოდინში არიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურმა უკრაინულ სამხედრო ნაწილებს ულტიმატუმის ვადა 4 მარტის დილის 05:00 საათამდე (თბილისის დროით 07:00) განუსაზღვრა.