
ღამით, ყირიმში უცნობი პირები, რომლებიც თითქოს უკრაინელები არიან, რამდენიმე რუსი ჯარისკაცის მოკვლას აპირებენ,-ამის შესახებ ინფორმაციას "უნიანი" ავრცელებს.
როგორც გამოცემა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ველიჩკოვიჩის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს მსხვერპლი სამი ან ოთხი რუსი ჯარისკაცი იქნება, რომლებიც ამ დროისათვის ყირიმის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ველიჩკოვიჩის თქმით, ამის გაკეთება იგეგმება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შეყვანის ლეგალიზებისთვის.
"ჩვენ გვინდა, ეს ადამიანები გონს მოეგონ, რადგან ასეთი სახით სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენენ, რაც ყირიმში ნამდვილად არ ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ ადამიანთა სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. გაითვალისწინეთ, რომ ვითარების მონიტორინგი ხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება", – აღნიშნა ველიჩკოვიჩმა.
დღეს იმავე ინფორმაციას ავრცელებდა ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი.
მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სპეცრაზმის რამდენიმე ჯგუფი იმყოფება, რომელთა ამოცანა რუსი სამხედროებისა და რუსეთის მოქალაქეების მკვლელობაა, რაშიც უკრაინელებს დაადანაშაულებენ .
პუტინის ყოფილი მრჩეველი იმასაც აცხადებს, რომ საქართველოში 2008 წელს რუსეთი ანალოგიურად მოქმედებდა, როდესაც საკუთარ მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნა.