
სახელმწიფო სათათბიროში კანონპროექტია რეგისტრირებული, რომელიც უცხო ქვეყნების რეგიონების რუსეთთან შეერთების პროცედურას ითვალისწინებს, ინფორმაციას ამის შესახებ ,,უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტის მიხედვით, იმისათვის რომ რუსეთმა რომელიმე უცხო ქვეყნის რეგიონი მიიღოს ფედერაციაში, ამისათვის საჭირო მხოლოდ ამ უცხო ქვეყნის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება და შესაბამისი შედეგების მიღება გახდება საჭირო.
,,უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ ამ დოკუმენტით, რუსეთის სახელმწიფო დუმაში ყირიმის მიერთების პროექტი დაარეგისტრირეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის 16-მა დეპუტატმა ჯერ კიდევ 28 თებერვალს დაარეგისტრირა.
"როდესაც ვერ ხდება საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა უცხო სახელმწიფოში ეფექტური, სუვერენული ხელისუფლების არარსებობასთან დაკავშირებით, რომელიც ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მათი უფლებები და თავისუფლება, უზრუნველყოს სახელმწიფო ფუნქციების მშვიდობიანი აღსრულება, მივიღოთ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში, როგორც უცხო ქვეყნის ახალი სუბიექტი", - ნათქვამია კანონპროექტში.