
კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ–მა და ევროკავშირმა 2014 წლის სოჭის სამიტისთვის დაგეგმილ სამუშაოები შეაჩერეს.
ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი. ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში არღვევს იმ პრინციპებსა და ფასეულობებს, რაზეც დამყარებულია G-7 და G-8.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სწრაფვას, აღადგინოს ერთიანობა და სტაბილურობა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კეთილდღეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.