
უკრაინის უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი იგორ სმეშკო აცხადებს, რომ უკრაინის არმიის დამარცხება შეუძლებელია.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მინისტრი ავეჯითაა დაკავებული, რუსეთის არმია საკმარისად მომზადებულია. მთავარი დამრტყმელი ძალა, რომელიც მას შეუძლია გაგზავნოს უკრაინაში, 150 ათას კაცს შეადგენს“, - თქვა სმეშკომ.
„ამასთან, უკრაინის არმიის დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანას უდიდესი სამობილიზაციო რესურსი აქვს. 1991 წელს უკრაინაში მილიონამდე ადამიანი იყო, რომელმაც სამხედრო მომზადება საბჭოთა არმიაში გაიარა. ახლა მათგან, მინიმუმ, 700 ათასია დარჩენილი. ასეთი არმიის დამარცხება შეუძლებელია“, - განაცხადა უშიშროების ყოფილმა შეფმა „შუსტერ-ლაივის“ ეთერში.