
ლუგანსკში გუშინ ჩატარებული პრორუსული მიტინგის დროს მიტინგის მონაწილეების მხრიდან ფულის გაყოფის ფაქტი ფოტოობიექტივში მოხვდა.
ლუგანსკის პრორუსულ მიტინგზე შექმნილი სიტუაცია ევრომაიდნის აქტივისტმა იულია კრასილნიკოვამ „ტვიტერზე“ აღწერა და ფოტოებიც დაურთო:
„კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს და გაიხსენეთ, რომ ფულს აქვს ერთი ცუდი თვისება - უცებ მთავრდება. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნამდვილი რუსულ-ლუგანსკური სული! აჩვენეთ ყველას ეს ფოტოები, ქვეყანა უნდა ამაყობდეს თავისი სუპერგმირებით!“, - წერს კრასილნიკოვა და მიტინგის მონაწილეებს არანორმატიული ფრაზებით მიმართავს.