
უკრაინაში მცხოვრები ქართველები მზად არიან შექმნან ასეულები და ბატალიონები და დაიცვან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.
ამის შესახებ ,,UNIAN“ ევრომაიდანზე შეკრებილებს შორის მყოფ საქართველოს ყოფილი მთავრობის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა ამავე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ქართველები აცხადებენ, რომ არამხოლოდ უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს შორის, არამედ საქართველოშიც არიან ისეთი ადამიანები ,რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, ჩავიდნენ უკრაინაში და იბრძოლონ უკრაინის ერთიანობისთვის, ზოგადად, ევროპის ერთიანობისთვის, რათა მომავალში პუტინის რეჟიმმა ვეღარ შეძლოს პრობლემების შექმნა და არ იყოს მეზობელი ქვეყნების ოკუპანტი, -წერს უკრაინული გამოცემის კორესპონდენტი.
შეგფახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რუსეთის გადაწყვეტილება ყირიმის ნახევარკუნძულზე ჯარების შეყვანის შესახებ, ზუგდიდელი ახალგაზრდები იყვნენ პირველები, ვინც უკრაინაში მოხალისედ გამგზავრების სურვილი გამოხატეს და ზუგდიდის ცენტრში დღეს მიტინგი გამართეს. მოგვიანებით მიტინგი საქართველოს სხვა რეგიონების მთავარ ქალაქებშიც გაიმართა.