სააკაშვილი უკრაინელებს: ,,კარგად ვიცნობ პუტინს. ის ძლიერია იქ, სადაც სხვები სისუსტეს აჩვენებენ“

Image

პუტინის რეჟიმს ემუქრება პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია. ეს მისი აგონიაა და მისი ოცნებები დაინგრევა კიევის კართან- მიმართა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ევრომაიდანზე შეკრებილებს.

 

"არსებობს წუთები, როცა მოგეჩვენებათ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, მაგრამ არ დანებდეთ",- მიმართა სააკაშვილმა შეკრებილ ხალხს და აღნიშნა, რომ პუტინი ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა მასთან ბრძოლაში სისუტეს იჩენენ, უკრაინელ ხალხს კი პირველი ბრძოლა მოგებული აქვს იანუკოვიჩთან.


"მე უკრაინაში არ დავბადებულვარ, მაგრამ პიროვნებად აქ ჩამოვყალიბდი. პირველივე წუთიდან, როდესაც უკრაინის მიწაზე დავდგი ფეხი 17 წლის სტუდენტმა, როცა პირველად დაველაპარაკე უკრაინელებს, მახსოვს, მათ მაშინვე დამავიწყეს, რომ უცხო ვიყავი. მე ერთ-ერთი მათგანი გავხდი. ამ თვისებას თქვენ ვერავინ წაგართმევთ. ამიტომ უკრაინის გაყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად – ეს კრემლის ბებერი პროპაგანდისტების მიერ მოგონილი სისულელეა. ეს შესაძლებელი იყო ტოტალიტარულ სისტემაში, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ხალხმა ყველაფერი იცის, ვერავინ გაყიდის ამ ტყუილს, თითქოს უკრაინაში ექსტრემისტები და ნაციონალისტები არიან. თქვენ ყველაზე მშვიდობისმოყვარე და ცივილიზებული ერი ხართ, რომელიც კი ვიცი. თქვენ ყველაზე კულტურული ერი ხართ, ბარბაროსები კი აღმოსავლეთით და მთელი თავისი ბარბაროსული რეჟიმით ვერ გაგყოფენ თქვენ. მე კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს. ის ძლიერია იქ, სადაც სხვები საკუთარ სისუსტეს აჩვენებენ, ის უტევს იქ, სადაც სხვები უკან იხევენ. ვლადიმერ პუტინი მამაცია იქ, სადაც სხვები მშიშრები არიან, მაგრამ მშიშრები არ არიან აქ. ამიტომ აქ არის ერთიანობის დრო – დრო იმის, რომ უკრაინის ყველა ერი დადგეს ერთად, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, იმიტომ, რომ არ არსებობს საცხოვრებლად უკეთესი ქვეყანა, ვიდრე ევროპული უკრაინაა. არსებობს წუთები, როცა მოგეჩვენებათ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, რადგან ეს არ არის მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი ბრძოლა. ეს არა მხოლოდ თქვენი მომავალია, არამედ ჩვენი და მთელი მსოფლიოს მომავალია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე იმყოფება.

მაიდანზე სახალხო ყრილობა მიმდინარეობს, ლოზუნგით "ყირიმი უკრაინაა".

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !