უკრაინის მოვლენებზე რჩევის მისაღებად მიხეილ სააკაშვილს სამი სენატორი დაუკავშირდა

Image

სენატორები ჯონ მაკკეინი, მარკო რუბიო და კირკ უოტსონი საქართველოს მესამე პრეზიდენტს (2004–2013) მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირდნენ და უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რჩევა სთხოვეს.

 

ამის შესახებ ინფორმაცია, ზემოთხსენებულ სენატორთა ფოტოებით, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა.

 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სენატორები მიხეილ სააკაშვილს თავიანთი ინიციატივით დაუკავშირდნენ:

"პოლიტიკური სპექტრის მობილიზაცია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილს მათივე ინიციატივით დაუკავშირდნენ სენატორი ჯონ მაკკეინი, სენატორი მარკო რუბიო და სენატორი კირკ უოტსონი და მას თხოვეს რჩევები და მოსაზრებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

 

სენატორმა მარკო რუბიომ საუბრისას აღნიშნა, რომ იგი სრულად იზიარებს მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში გაკეთებულ შეფასებებს. 

საუბარი ასევე შედგა წარმომადგენელთა პალატის 4 კონგრესმენთან.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს თეთრ სახლში უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის ხელმძღვანელი და ცსს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო)–ს დირექტორი მონაწილეობდნენ.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, თათბირს სხვა თანამდებობის პირებიც უნდა შეუერთდნენ.

 

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გარეყდის ფოტო შეცვალა, მასზე საქართველოსა და უკრაინის დროშები, წარწერა 2008, სსრ კავშირის სიმბოლო განათავსა და უკრაინულად დააწერა: „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“.

 

misha-razom.JPG

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !