
4 მარტს მოსკოვში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები გაემგზავრებიან, რომლებიც 16 მარტს დაგეგმილ პრემიერ–ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას.
მხიარულთა და საზრიანთა გუნდი საქართველოდან 16 კაციანი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, ხოლო კონკურში სულ 8 გუნდი მონაწილეობს.
როგორც გუნდის ხელმძღვანელმა სოფო ბანძავამ განაცხადა, აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა, ვინაიდან ბოლოს 10 წლის წინ მივიღეთ მონაწილეობა, თან წარმატებულად. ამას გარდა გუნდს უკვე აქვს წარმატებები, რამდენიმე ხნის წინ ვიყავით სოჭში, ასევე უკრაინაში ორ კონკურში მივიღეთ მონაწილეობა. ქართულ გუნდს იქ ძალიან ელოდებიან და იმედი გვაქვს, წარმატებულად წარვსდგებით ერთ–ერთი ყველაზე პრეტენზიული მაყურებლის წინაშე“, – განაცხადა ბანძავამ.
აღსანიშნავია, რომ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის პრემიერ–ლიგას რუსული „პირველი არხი“ გადაიცემა.
ცნობისთვის, ქართული გუნდის მოსკოვში ვიზიტის ორგანიზება “რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიას ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.