-
2014-03-01 18:03
სევასტოპოლში, ადმირალ ნახიმოვის სახელობის მოედანზე პრორუსულად განწყობილმა ადგილობრივმა მოსახლეებმა და სხვადასხვა ქალაქიდან ჩაყვანილმა რუსმა ახალგაზრდებმა მიტინგი ჩაატარეს.
მიტინგი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მასზე გამოტანილი იყო რუსეთის სახელმწიფო, ასევე სსრკ-ს დროშები. პლაკატებზე იყო წარწერები: "სევასტოპოლი რუსი მეზღვაურების ქალაქია!"; "ფაშიზმი არ გაგივათ!"; ხოლო მოხუც ქალს, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, მარცხენა ხელში სსრკ-ს დროშა, მარჯვენაში კი პლაკატი ეჭირა წარწერით: "იაცენუკი, კლიჩკო, ტიაგნიბოკი და ნატოელი მკვლელები - სასამართლოზე!".
არტემ ტროფიმოვის ფოტო
