-
2014-03-01 16:20
რუსეთის სადესანტო ხომალდი „ზუბრი“ (საჰაერო ბალიშებით) ფეოდოსიის სავაჭრო პორტში შევიდა. ამის შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტები იტყობინებიან.
ჟურნალისტები წერენ, რომ ხომალდი ამოსაცნობი ნიშნების გარეშეა და ამჯერადაც პორტში დგას. ყველა ადგილობრივი ვებ–გვერდი, რომელიც ახალ ამბებს გადასცემდა, კიბერშეტევის შედეგად თითქმის ერთდროულად გამოვიდა მწყობრიდან, გამოირთო ასევე ვებ–კამერები, რომლებიც ქალაქის მნიშვნელოვან ადგილებს აჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში დისლოცირებული რუსეთის ფლოტის შეიარაღებაში ხომალდი „ზუბრი“ არ ირიცხება. ამ ტიპის ხომალდები საზღვაო ქვეითების გადასაყვანად და ჯავშანტექნიკის გადასაზიდად გამოიყენება.
შეგახსენებთ ასევე, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასულ დღე–ღამეში უკრაინის საჰაერო სივრცე 8 თვითმფრინავმა Ил-76, ასევე ათამდე სამხედრო ვერტმფრენმა დაარღვია.