შაშკინი: სამი რამ უნდა გააკეთოს დასავლეთმა და რუსი ოლიგარქები თავიანთ მთავრობას თვითონ „მიხედავენ“

Image

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „რეფორმატორთა კლუბის“ დამაარსებელი დიმიტრი შაშკინი წერს, რომ დასავლეთმა ახლავე უნდა გადადგას სამი ნაბიჯი, რითაც „რუსეთს თავის ადგილზე დასვამს“.

 

დიმიტრი შაშკინი იხსენებს 2011 წლის რუსულ გეგმას და აცხადებს, რომ სწორედ ამ გეგმის ჩაშლის გამო ზის ვანო მერაბიშვილი ციხეში:

 

„ყირიმში არსებული სიტუაცია ერთი-ერთში ჰგავს იმ სცენარს, რომელსაც 2011 წელს რუსეთი საქართველოსთვის ამუშავებდა - კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდება, მარიონეტების დასმა და "მოძმე" რუსეთისთვის ჯარის შეყვანის თაობაზე მიმართვა. ახლა ვანო მერაბიშვილი ციხეში იმისთვის ზის, რომ რუსეთს ეს არ გამოუვიდა.

 

ჯერ კიდევ 2008 წელს ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ თუ რუსეთს საქართველოში შეჭრა შერჩებოდა, შემდეგი უკრაინა იქნებოდა. 2010 წელს იმავე საკითხზე აფრთხილებდა სარა პეილინი მსოფლიოს.

 

სამწუხაროდ, ამერიკამ და ევროპამ მხოლოდ ახლა დაიწყეს განცხადებების კეთება და მუქარა, რომ უკრაინაში ინტერვენციისთვის რუსეთი ფასს გადაიხდის... სკეპტიკოსები იტყვიან, რომ ეს მხოლოდ მუქარაა და უკრაინის გამო დასავლეთი რუსეთთან ომს არ დაიწყებს, ისე როგორც საქართველოს გამო არ დაიწყო.

 

ომის დაწყება არცაა საჭირო. სამი რამ უნდა გააკეთოს ახლავე დასავლეთმა, რომ რუსეთი თავის ადგილას დასვას:

 

1. გაყინოს რუსი ოლიგარქების ანგარიშები დასავლურ ბანკებში;

2. შეჩერდეს შენგენის ვიზების მოქმედება რუსეთის ყველა მოქალაქისთვის;

3. შეწყდეს რუსეთის ნავთობის შეძენა დასავლური კომპანიების მიერ.

 

ამის შემდეგ, რუსი ოლიგარქები საკუთარ მთავრობას თავად მიხედავენ. თქვენ შეიძლება თქვათ, რატომ უნდა შეექმნას პრობლემები უბრალო ხალხს?

 

იმიტომ, რომ მათი მთავრობა ახორციელებს სამხედრო ინტერვენციას სხვადასხვა ქვეყნებში. ხმა უნდა ამოიღონ.

 

ევროპაში დროსტარებას რომ ვერ შეძლებენ და თავის ვორონეჟში და სარატოვში ჩაიკეტებიან, შემდეგ მიხვდებიან რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება“, – წერს დიმიტრი შაშკინი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !