-
2019-12-04 15:30
კომპანია “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“ სამედიცინო სფეროში საკუთარი აქტივების გაფართოებას. კომპანიამ „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა და 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
კომპანიის განცხადებით მათი მიზანია საკუთარი გამოცდილება საუკეთესო გუნდის მქონე სამედიცინო ქსელს გაუზიარონ და ერთად შექმნან ახალი სტანდარტები.
„ჩვენთვის გადამწყვეტი იყო „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმთა გუნდის შემადგენლობა, მათი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ეს არის ბირთვი, რომელიც წარმოდგენილია რეგიონებში არსებულ კლინიკებში, გამოირჩევა მაღალი კონკურენტუნარიანობით. შესაბამისად, ახალი მენეჯმენტი სამომავლო სამოქმედო სტრატეგიას, პირველ რიგში, სწორედ გუნდთან ერთად კონსულტაციებისა და ინტერსიური შეხვედრების რეჟიმში განიხილავს. ასევე, ჩვენი მიზანია, მედპერსონალის პროფესიული დონის ამაღლება და სხვადასხვა ახალი მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის გაჩენა რეგიონებში“ - ნათქვამია „ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.