ნაციონალური მოძრაობა რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას თანამშრომლობას სთავაზობს

Image

რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციებს და თანამშრომლობას სთავაზობს.

 

 

პოლიტიკური ოპონენტებისადმი შეთავაზებებზე უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ძალიან დიდი განსხვავებებისა, ქვეყანაში უნდა არსებობდეს თემები, რომელთა შემთხვევაშიც ყველა პოლიტიკოსს შეუძლია ერთი და იგივე პოზიციის დაკავება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციასთან და ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშიარებული პროცესები სწორედ ასეთ თემას მიეკუთვნება. მივესალმებით ხელისუფლების მცდელობას, მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან. ვფიქრობთ, რომ ამან შეიძლება, კონკრეტული სარგებელი მოუტანოს ჩვენ ხალხს, რასაც ბუნებრივია მხარს ვუჭერთ, მაგრამ ასევე მინდა პრინციპულად განვაცხადო - ნორმალიზების მცდელობა არ უნდა გადაიქცეს იმ ტიპის განცხადებებად, როგორიც ჩვენ მოვისმინეთ ზოგიერთი მინისტრის მხრიდან ამ დღეებში, რაც პრაქტიკულად ამართლებდა ოკუპაციას. საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ რუკების დაზუსტება ხდება GPS-ებით და არაფერი ახალი და საგანგაშო არ არის. ერთი მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმალიზებას, მეორე მხრივ კი უნდა გავაგებინოთ რუსეთის, რომ ამ საოკუპაციო ზოლის გადმოტანა, მთლიანობაში ამ ზოლის არსებობა მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არის მიუღებელი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

მან საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით მომავალი პლენარული კვირისთვის შეთავაზებები გააკეთა.

"პირველი - ჩვენ მზად ვართ, ჩავატაროთ კონსულტაციები უმრავლესობასთან, შევაჯეროთ პოზიციები და მათთან ერთად მივიღოთ საპარლამენტო რეზოლუცია -მიმართვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების მიმართ. ეს იქნება უმცირესობის და უმრავლესობის ერთიანი და შეჯერებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ნებისმიერი ფორმით ე.წ. საოკუპოციო საზღვრის ხაზის გადატანა, როგორც ამას დღეს აკეთებს რუსეთი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უმცირესობის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა პოზიტიურად გამოეხმაურება.

 

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !