
სოკოს ჭამის შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან ერთ ადგილზევე დაიღუპა.
76 და 67 წლის პაციენტები კრიტიკულ მდგომარეობაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
პაციენტებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებათ.
ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის სოკოს მოჰყვა მძიმე ინტოქსიკაცია.
მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მოწამლულებიც და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ.
შემთხვევა ლენტეხის რაიონში მოხდა.