
ცნობილი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ში იმუშავებს. ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ადასტურებს.
როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ მელაძე ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციის" პროდუსერი გახდება. შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანიებში "მზე", "იმედი", "ტვ3".