
ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის გოგონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა გოგონა ოჯახს პერიოდულად უკავშირდება და მშობლებს აქვთ ინფორმაცია, რომ მარიამ ს.-ძე გათხოვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას News.ge ავრცელებს.
პოლიციაში ამ დროისათვის საქმე აღძრული არ არის, რადგან გოგონა ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გამოდის. სამხარეო სამმართველოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პოლიცია კონკრეტული მუხლით ძიებას იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ 5 დღის შემდეგ გოგონა არ გამოჩნდებოდა და დაკარგულად გამოცხადდებოდა.
"გოგონა ოჯახს ეკონტაქტება და გათხოვების შესახებ ოჯახს თავად მიაწოდა ინფორმაცია“,-აცხადებენ სამხარეო სამმართველოში.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ს.-ძე, რომელიც მეშვიდე კლასის მოსწავლეა, 21 თებერვალს სახლიდან გავიდა და განაცხადა, რომ მისი შეყვარებულის სანახავად მიდიოდა. ოჯახი გოგონას პოვნაში დახმარებას სამართალდამცავებსა და საზოგადოებას სთხოვდა.