-
2014-02-26 20:35
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის საზღვართანახლოს, დღეს არაგეგმიური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა.
პუტინმა საბრძოლო განგაში დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო ბაზაზე გამოაცხადა, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით:
„ეს საბრძოლო მზადყოფნის არაგეგმიური შემოწმებაა და წვრთნები 3 მარტამდე ორ ეტაპად გაიმართება“-აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
შეგახსენებთ, დასავლეთის სამხედრო გარნიზონი უკრაინას ესაზღვრება, თუმცა ჟურნალ “Национальная оборона”-ს მთავარი რედაქტორის, იგორ კოროტჩენკოს განცხადებით, უეცარ წვრთნებს არაფერი საერთო არ აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან.
„ფსიქოლოგიურად სამხედრო ძალის დემონსტრირება უკრაინისთვის უკვე გვიანაა“-წერს კოროტჩენკო. ამასთანავე ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ყირიმში ახალი და ძველი ხელისუფლების მომხრეებს შორის სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ დღემდე ამ რეგიონში ასეთი სამხედრო წვრთნები არ ჩატარებულა ათწლეულების მანძილზე.