-
2014-02-26 20:28
„მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმების პირობები და კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების განხორციელებას შესაძლებლობა მისცეს",
ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ის ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უძღვება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას გულისხმობს.
"თქვენი მცდელობა, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრასთან დაკავშირებით, ასევე არის აღსანიშნავი და ჩვენ მას ვაფასებთ. შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე", - აღნიშნა მან.