დავბრუნდი ქვეყანაში, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელიც დავტოვე - მიხეილ სააკაშვილი

Image

მიხელ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება კვლავ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან “ უკრაინის ახალი პრეზიდენტის მიმართ ნდობაზე, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან კონფლიქტსა და პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.

 

 

გავლენიანი ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმირ ზელენსკის მიერ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება იმის ნიშანი იყო, რომ ახალი პრეზიდენტი კრემლისა და ოლიგარქების გავლენისგან თავისუფალია.

მიხეილ სააკაშვილმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში დაიწყებს ახალი ხელისუფლების გაკრიტიკებას.

 

„მე მეკითხებიან რატომ გამოვიყურები უკრაინაში დაბრუნების შემდეგ უფრო მშვიდად, რატომ ვსაუბრობ უფრო ფრთხილად. დიახ, მე ვარ მშვიდად, რადგან დავბრუნდი ქვეყანაში, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელიც დავტოვე. ჩემთვის პირადი ტრაგედია იქნება, თუკი ახალი ხელისუფლების გაკრიტიკება მომიწევს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ დავინახავ რომ დრო იკარგება. დრო კი არ გვაქვს, რადგან უკრაინის პოლიტიკური ელიტა გრძნობს საფრთხეს არჩეული პრეზიდენტის და მისი გუნდის მხრიდან და ელოდება მათთვის ხელსაყრელ მომენტს საპასუხო დარტყმისთვის.

„რაც შეეხება პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჩემთვის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ. პუტინი, სხვადასხვა არხების მეშვეობით უგზავნიდა სიგნალებს ვლადიმირ ზელენსკის, იმის შესახებ რომ ეს გამოცდა იყო. მას რომ ჩემთვის უკრაინაში დაბრუნების საშუალება არ მიეცა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა რომ ზელენსკი ზუსტად ის ადამიანია, ვისი იმედიც შეიძლება მოსკოვში ჰქონდეთ, მაგრამ მან დამიბრუნა მოქალაქეობა. ჩემთვის ეს გახდა მტკიცებულება იმისა, რომ იგი მოსკოვისგან და ადგილობრივი ოლიგარქიული ინტერესებისგან დამოუკიდებელი ადამიანია. როგორც უკვე ვთქვი, არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები. ახლა მინდა შევქმნა პლატფორმა, სადაც შევძლებ სხვა ადამიანებთან ერთად გავუზიარო ჩემი წარმატებებისა და წარუმატებელი ექსპერიმენტების გამოცდილება. შევქმნათ ახალი იდეები განვითარებისათვის,“-განაცხადა სააკაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?