მასშტაბური კორუფციული სკანდალი აჭარაში - ბათუმის ყოფილ მერს და 6 დაკავებულ მაღალჩინოსანს ბრალს დღეს წაუყენებენ

Image

აჭარაში მასშტაბურ კორუფციულ სკანდალზე დაკავებულ 7 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

 

 

გამოძიება მილიონ-ნახევარი ლარის უკანონო გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს, ბათუმის მოქმედ ვიცე მერს, ფინანსთა და განათლების მინისტრების ორ მოადგილეს და მერიის 3 მაღალჩინოსანს ედავება.

საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის “იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4-მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

“უკანონოდ არის დაკავებული, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ  შესაბამის ორგანოებს წარვუდგენთ შესაბამის მტკიცებულებებს. საქმის მასალებს არ ვიცნობთ, ჩაგვბარდება საქმის მასალები და შემდგომში, როდესაც ყველა მტკიცებულებას გავეცნობით, შეგვეძლება პასუხის გაცემა. ერთადერთი იმას მოგახსენებთ, რომ კომპანია რამდენად იყო გაყალბებული დოკუმენტებით, ეს ბატონი გიორგისთვის არ იყო ცნობილი,“-აცხადებს ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატი, ჯემალ კიკნაძე.

დაკავებული არჩილ ვანაძისა და ბაგრატ ხალვაშის ადვოკატი ამბობს, რომ სატენდერო პირობები არ დარღვეულა. უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებულებს ტენდერის დროს კომპანიაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდათ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?