საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორფოლკში ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობას შეხვდა.
მხარეები 2022 წლისთვის მასშტაბური სწავლების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ეს არის ნატოს ვაშინგტონის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება, შავ ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ლევან იზორიამ შეხვედრები პენტაგონშიც გამართა. ისაუბრეს საქართველოს ძალების და შეიარაღების ნატოს სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანაზე. მისი თქმით, წელს საქართველოს უკვე ექნება უპრეცენდენტო სწავლება, სახმელეთო კომპონენტთან ერთად წვრთნებს საზღვაო კომპონენტიც დაემატება.