„მსმენელებთან მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია“-ნინი ბადურაშვილი

Image

გადაცემის მორიგი სტუმარი  ამ ჯერად მაყურებელმა შეარჩია. „სტუმრად  ნინოსთან“ მომღერალი ნინი ბადურაშვილი  

იყო და წამყვანთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზეც ისაუბრა.

 

 

 

 

 

59419217_367590923859101_8865652229474877440_n.jpg

 

 

 

 

ის რომ, მაყურებელმა გადაცემის მორიგ სტუმრად შეარჩია,ნინის ძალიან გაუხარდა და აღნიშნა, რომ მსმენელებთან

კონტაქტი მნიშვნელოვანია,რათა შემსრულებელი  უკეთ გაიცნონ და ახალ სიმღერებსაც დაელოდონ,მომღერლის ერთ-

ერთი ბოლო ნამუშევარია „გულს“, რომელიც რადიო მიმღებებში ხშირად ჟღერს, შემსრულებელი ამ ჯერად  ეკა

კახიანის სიმღერის ახალ ვერსიაზე მუშაობს :„ეს არის ეკას სიმღერა „ზაფხულის საღამო“, რომლის არანჟი ზურა

მახნიაშვილს ეკუთნის,ეს სიმღერა ბევრს უყვარს, ისეთია , ზაფხულის განწყობას რომ შემოიტანს, ახალი

 ვერსიაც ძალიან მალე გამოვა.“ ამბობს, რომ  თუ სიმღერის საბოლოო ვარიანტი ძალიან მოეწონა, შეიძლება კლიპიც

გადაიღოს.  „ასევე, დიდი სურვილი მაქვს მასშტაბური კონცერტი გავაკეთო, რომელიც ღია ცის ქვეშ იქნება,ამაზე

სერიოზულად ვფიქრობ და აუცილებლად გავაკეთებ“

 

 

 

აღმოჩნდა, რომ ნინიმ დიზაინერის ამპლუაც მოირგო და ის ტანისამოსის ერთ-ერთ ქართულ ბრენდთან

თანამშრომლობს: „ხშირად მეკითხებიან ხოლმე სამოსზე, რა გაცვია, სად იყიდე და ბოლოს გადავწყვიტე,  ჩემი ზახი

გამეკეთებინა, ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა, ამასთან ერთად, ვიღებთ შეკვეთებსაც , იმ შემთხვევაში, თუ

მაღაზიაში წარმოდგენილი სამოსის ზომა მყიდველს არ მოერგო.“

 

მომღერალს, როგორც თავად ამბობს, კონკურსებში მონაწილეობა არ უყვარს,აზარტული არის, თუმცა წაგებას ვერ

ეგუება, მაყურებელმა ის ორ პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავებსა“ და „ორ ვარსკვლავში“ იხილა.

 

 

 

მომღერალი , ალბათ, დამეთანხმებით, რომ შესანშნავ ფორმაშია,თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად

დიეტაზე არიან და პრაქტიკულად შიმშილობენ ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია:“ყველაზე კარგია, ჭამოთ ცოტ-

ცოტა, დროთა განმავლობაში ორგანიზმიც მიეჩვევა ამ რეჟიმს და მცირე ულუფა დაგაკმაყოფილებთ. სამწუხაროდ,

ძალიან მიყვარს ბურგერის მზგავსი საჭმელები, მაგრამ 5 წელია არ მიჭამია, რაღაც პერიოდი მაგალითად,

სტუდენტობის დროს, მეც მოვიმატე და ვთვლი, რომ საერთოდ არ მიხდება, ზოგადად, დღის ცუდი რეჟიმი როცა

გაქვს და ჭამას ვერ ახერხებ, ჩვენს სხეულზეც უარყოფითად აისახება.“

 

 

მომღერალს ერთი შვილი, ელენე ჰყავს, რომელიც, როგორც ნინი ამბობს , თავისი ბავშვობისგან ძალიან  

განსხვავდება:“ ელენე ძალიან პრანჭია და ნაზია, მღერის და ეკასთან ვოკალზე დადის, რასაც აკეთებს ძალიან

მოსწონს, ასევე დადის ბალეტზე, ძალიან ინტერესიანია“

 

ნინი ბადურაშვილი პროფესიით მსახიობია, მან მამის , ერეკლე ბადურაშვილის ფილმში მიიღო მონაწილეობა,

სამწუხაროდ, რეჟისორი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა,თუმცა ნინის თქმით, ფილმი მაინც გამოვა:“სავარაუდოდ,

პრემიერა გაზაფხულზე შედგება, იქ მთავარ როლს ვასრულებს, ბუნებით ძალიან მაქსიმალისტი ვარ, ამიტომ

ვნერვიულობ, როგორ გამოვა საბოლოო ჯამში, სულ ათი გადაღება დაგვრჩა და საბოლოო ვარიანტიც მზად იქნება“.

 

გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ ყოველ ოთხშაბათს, რადიო „დარდიმანდისა“ და რადიო

„აფხაზეთის ხმის“ პირდაპირ ეთერში გადის.

 

 

მარიამ ნებიერიძე

 

 

 

 

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !