
რუსეთში, ტვერის სამონასტრო კომპლექსიდან ერთ-ერთის სამრეკლოზე დრონის ოპერატორმა შემთხვევით გადაიღო წყვილი, რომელიც სექსით იყო დაკავებული. ოპერატორმა ვიდეო "იუთუბზე" ატვირთა და ცნობილი გადაცემის "ცხოველთა სამყაროში" მელოდია დაურთო.
როგორც ოპერატორმა განაცხადა, მან სექსით დაკავებული წყვილი არა გადაღების დროს, არამედ შემდეგ აღმოაჩინა, როცა გადაღებულ ვიდეომასალას ათვალიერებდა. აღსანიშნავია, რომ წყვილს განცხრომაში ხელი შეუშალა არა დრონმა, არამედ ტურისტმა, რომელიც მოულოდნელად, სამრეკლოზე ავიდა.