ინტერვიუ რეჟისორ თორნიკე ბზიავასთან

Image

 

თორნიკე ბზიავა იმ ქართველ რეჟისორთაგან ერთ-ერთია, რომლის ნამუშევრებიც უამრავ კინოფესტივალზე აჩვენეს და

რომელთა უმეტესობაც მრავალი საერთაშორისო ჯილდოს  მფლობელიც გახდა. დღეს რადიო „აფხაზეთის ხმასთან“

ინტერვიუში რეჟისორთან ერთად  მის ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიაზე ვისაუბრეთ.

 

 

პირველი ფილმი 21-22 წლის ასაკში გადაიღო, მოკლემეტრაჟიანი (42წ) მხატვრული ნამუშევარი,  ფილმი-წერილი

სახელწოდებით „უსმინე შოპენს“, ბრიტანელ მსახიობ, მელ რაიდოს თბილისში ყოფნის პერიოდს ეძღვნება.  სიუჟეტში

მთავარი გმირები დადიან ყველა იმ ტკბილად მოსაგონარ ადგილას,  სადაც მელი დადიოდა:

„უსმინე შოპენს“ერთგვარი კინემატოგრაფიული წერილია ჩვენი  მეგობრის სახელზე ლონდონში., ფილმში მე , ვანო

თარხნიშვილი, ბახალა (გიორი გიორგანა.), იმედა არაბული, თამარ ბზიავა, მარიკა ჭაჭია, ნესტან კვინიკაძე, მაკა

კუკულავა, ნიკა კოჩაროვი ვთამაშობთ, ეს იყო ჩვენი, მეგობრების, ექსპერიმენტული ნამუშევარი. „

“იმხანად, როცა ქართულმა კინომ დაკარგა კინემატოგრაფიული სახეების გამოხატვის უნარი და გადაიქცა ‘’ჩერნუხად“

თორნიკე ბზიავამ აღადგინა ნამდვილი კინოსახეები, რომლებმაც, ამავე დროს, ჩვენი დღევანდელი რეალობის სურათი

შექმნა... რაც მთავარია, იუმორითა და თვითირონიით და არაგულისგამაწყალებელი შეგონებით. ეს არის ალტერნატი

იული კინო, რომელმაც ჩვენს საყვარელ ქართულ კინოს, ახალგაზრდული სისხლი უნდა გადაუსხას.“ - წერდა იმ

დროისთვის თორნიკეს თეატრალური ინსტიტუტის სადიპლომო ნამუშევრის რეცენდენტგოგი გვახარია.

 

jhh.PNG

 

 

თორნიკემ იმავე წელსვე გადაიღო ფილმი „DELIRIUM“ იგივე ‘ბოდვა’, რომლის ქრონომეტრაჟიც ერთი საათია და მას

ფრანგი დრამატურგის, ეჟენ იონესკოს ამავე სახელწოდების ნაწარმოების სახელი შეურჩია, სცენარი თორნიკე ბზიავას

 ეკუთვნის. რეჟისორმა ფილმში ადამიანების დაუნდობელი ბუნება აჩვენა, როგორც თავად ამბობს, სიუჟეტში

ასახულია  ირონია ომის მიმართ. ერთი საათის განმავლობაში ორი მთავარი გმირი (თამარ ბზიავა და ვანო

თარხნიშვილი)ერთმანეთს გადარჩენის  მიზნით ეომება. ფილმმა თბილისის მუსიკისა და კინოს საერთაშორისო

 ფესტივალზე გრან პრი დაიმსახურა.

 

საფრანგეთში შემთხვევით ფილმის ნახვის შემდეგ ეჟენ იონესკოს შვილმა მარი-ფრანს იონესკომ სურათი იონესკოს

ფონდს გადასცა, როგორც ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარი, რომელიც მამამისის შემოქმედებას ეყრდნობა.  

 

ewdw.PNG

656-1.PNG

 

 

ექსპერიმენტულ ფილმებს ნიუ- იორკისა და ვარშავის კინოსკოლების მცირე კურსები მოჰყვა, წელიწადნახევრის

ვადით. რის შემდეგაც  თორნიკეს  ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელიც საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი

გახდა, „აპრილის სუსხია“ ,თუ მის ყურებას გადაწყვეტთ, წინასწარ გეტყვით, რომ თორნიკე ფილმის სცენარს

1989 წლის 9 აპრილს განვითარებული  მოვლენები დაუდო საფუძვლად. 15 წუთის განმავლობაში მაყურებელი

თბილისის ქუჩებში რუს  ჯარისკაცებს ხედავს.  ფილმის განწყობას იმ მოცემულ  დროსა და სივრცეში გადავყავართ. ამ

დროს  ერთ-ერთი დამპყრობელი დოლის ხმას გაიგებს, ხმას  ,რომელიც შორი - ახლოს მდებარე მიტოვებული

შენობიდან ისმის. ადგილზე მისული  ჯარისკაცი  ხანშიშესულ ცეკვის მასწავლებელსა და პატარა ბავშვს ხედავს,

რომელიც ცდილობს,  ნახევრად დანგრეულ შენობაში, აპრილის სუსხის მიუხედავად, ქართული ცეკვით

გამოწვეული თავისუფლების ექსტაზი შეიგრძნოს.  ქართული ცეკვის ტყვეობაში რუსი ჯარისკაციც ექცევა: 

"ესაა ფილმი ძალადობის  წინააღმდეგ. ამბავი  - დამპყრობელში ადამიანური  ინსტიქტის წამიერად გაღვიძების

შესახებ.  ასევე ,‘რაც შენი არ არის, შენი ვერასდროს გახდება. ‘ ასეთი შეფასება მისცა ფილმს ერთ-ერთ სოფელში

ერთმა გლეხმა, რომელიც,  ჩემის აზრით , სინამდვილეა. არასდროს არ უნდა იყოს ჩვენი  ტერიტორიის არცერთი

ნაწილი სხვისი. საუბარი მაქვს დღევანდელ ოკუპირებულტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ

სხვას ბევრად დიდი მიწა აქვს  და იმასაც არ იცის, თუ როგორ მოუაროს."

 

jk.PNG

 

 

ის ,რომ ქართული ცეკვა ჩვენთვის ეროვნული კულტურის ნაწილია და ფილმის ყურების დასრულებისას,ალბათ,

ვიტყვით, რომ ის ერთ-ერთი საუეთესოა, რაც ქართველს აქვს, ამაში ჩვენი მხრიდან გასაკვირი არაფერი იქნება, არც ის

 

გამიკვირდება, სენტიმენტალურ განწყობაზე დადგეთ და მოემზადოთ რეჟისორის რიგით მომდევნო ფილმის

გასაცნობად. ეს ოდნავ მოგვიანებით იყოს, მანამდე კი გეტყვით , რომ „აპრილის სუსხი“ კლერმონ-ფერანის

მოკლემეტრაჟიანი ფილმების 32-ე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელიც გახდა. 

“პოეზიის, განცვიფრებისა და ტრადიციის საოცარი სინთეზი“  ასე მოიხსენია ჟიურის წევრმა კლერმონ-ფერანში

გამარჯვებული სურათი. ფილმმა  ასევე 30_მდე საერთაშორისო ჯილდო და 50_ზე მეტი კინოფესტივალი მოიარა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმია.

 

„როცა რაღაცას პირადად გრძნობ , ის ,ალბათ, უკეთ და ზუსტად გამოგდის“ ასე დაიწყო საუბარი მის ერთ-ერთ

ფილმზე „ბუდე“, რომელიც რეჟისორმა მამას მიუძღვნა და ფილმშიც მთავარი პერსონაჟის როლი მოარგო. ეს ფილმი

მა­მაშ­ვი­ლო­ბის თე­მას ეხე­ბა. მშობელსაც ისეთივე თანადგომა უნდა ცხოვრების ბოლოს შვილისგან, როგორიც ბავშობაში

შვილს მშობლისგან. ალბათ, ეს იყო სურათის მთავარი მოტივაცია :

"ბუ­დეს" სცე­ნარ­ზე, ისევე როგორც ‘აპრილზე’  ჩემთან ერთად  სცე­ნა­რისტმა, უფროსმა მეგობარმა, და­თო ჩუ­ბი­ნიშ­

ვილ­მა იმუ­შა­ვა.  რომელთან მუშაობამაც ბევრი რამ მასწავლა.  როცა  სურათში მამა გადავიღე , თავს უკვე ცუდად

გრძნობდა, ფიზიკურად კარგად იყო, მაგრამ გამართულად ვეღარ საუბრობდა. ერთ წელიწადში, სამწუხაროდ,  

გარდაიცვალა.“

ეკრანზე მთავარ გმირებთან ერთად ძველი უკრაინული აქცენტით მოლაპარაკე მოხუც ქალს ვხედავთ , რომელსაც

უკრაინელი წარმოშობის ქალი მარია დოვგანი ასახიერებს.

 

ფილმში შოპენისა და რახმანინოვის კომპოზიციები მოისმის, ისინი კოკა (კორნელი) ბზიავას საყვარელი

კომპოზიტორები იყვნენ და მათ ნაწარმოებების უმეტეს ნაწილს თვითონ კოკა ახალგაზრდობიდანვე ასრულებდა.

მოგვიანებით ეს თორნიკეს ერთ-ერთ საყვარელ მუსიკადაც იქცა:  ფილმი ცხოვრების ბოლოს ადამიანებს შორის

როლების გაცვლაზეა.

 

oiou.PNG

 

 

 

რეჟისორის შემდგომი ნამუშევარია „მექელეხე“, რომელმაც ‘აპრილის სუსხი’ და ‘ბუდე’ გარკვეულ ტრილოგიად შეკრა.

რადგან პირველი ფილმისა და მეორეს გმირები ერთმანეთს მესამე ფილმ “მექელეხეში“ ხვდებიან. ფილმმა თბილისის

საერთაშორისო  კინოფესტივალზე პრომეთე - საუკეთესო მოკლემეტრჟიანი ფილმისთვის  მიიღო.

 

მთავარ როლებს მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი და რეზო ჭანიშვილი ასრულებენ. სიუჟეტი მოხუცებულთა

თავშესაფარში მცხოვრებ მოხუც კაცზე მოგვითხრობს, რომელიც ადგილობრივ გაზეთებში უცნობი ხალხის

ნეკროლოგებს კითხულობს, რის შემდეგაც პანაშვიდებზე საჭმელად და ადამიანებთან საურთიერთოდ დადის.  

ერთ-ერთ დაკრძალვაზე მორიგი სტუმრობის დროს , მას მოულოდნელი სიურპრიზი ელის...

„ეს ფილმი მხოლოდ იმ მოტივაციით გადავიღე, რომ მოდის ადამიანის ცხოვრებაში ისეთი ხანი, როდესაც მას

უფრო ნაკლები ქმედების უნარი შესწევს, მაგრამ მაინც რჩება დაუოკებელი ჟინი - კვლავ საჭირო იყოს ვინმესთვის.

ასეთი ხალხი ბევრია ჩვენ რეალობაში, მაგალითად მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც ფილმის დიდი ნაწილი

გადავიღეთ“

9897.PNG

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თორნიკე ბზიავა ერთი წელი პოლონეთში სწავლობდა, პოლონურ  კინემატოგრაფიაზეც

რამდენიმე სიტყვით გვესაუბრა:


“პოლონური ფილმები  ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მახსენდება,  მათი დრამატურგია,

რომელიც ზუსტი სათქმელის მოტანის ემოციურ სურვილს ემსახურება. ასეთივეა მათი საოცარი დოკუმენტური

ფილმები, რომელთა მზგავსი, ჩემი აზრით, ძალიან ცოტაა. მხოლოდ ამერიკელებს თუ ექნებათ ასეთი ფართო

ტალღა იმ დროისთვის, ისიც უფრო გაფანტულ დროში. მათში მუდმივად ჩანს  პროტეტსი, რადგან  ისინიც, ჩვენს

მზგავსად, საბჭოთა კავშირის უდიდესი წნეხის ქვეშ აღიზარდნენ და ამის გამო ბევრი ბრძოლის მონაწილენიც

გახდნენ.  ჰყავდათ დაუვიწყარი რეჟისორები, როგორებიც არიან : ვაიდა, მუნკი, კიშლევსკი,კავალეროვიჩი,

კარაბაში, ლოჟინსკი და ა.შ. ასევე თეატრშიც გროტოვსკი, კანტორი, შაინა..."

 

 

897.PNG

 

 

ბოლო მხატვრული ნამუშევარი, რომელიც თორნიკე ბზიავამ გადაიღო „თევზაობაა“, ფილმში იმედა არაბული და ნიკა

გორდეზიანი დასამახსოვრებელ, ძალიან საინტერესო სახეებს ქმნიან.  აღსანიშნავია, რომ ფილმს მიღებული აქვს

Research Award კლერმონ ფერანის  საერთაშორისო კინოფესტივალზე და ჟიურის პრიზი თბილისის საერთაშორისო  

კინოფესტივალზე. ფილმი ნარკოპოლიტიკას, პოლიციელების სისასტიკესა და მართლმსაჯულებას ეხება.  ახლახან

სულ, რაღაც ათი დღის წინ,  ფილმი The Monkey Bread Tree Film Awards-ის გამარჯვებულთა შორის მოხვდა.

ეს, ბრიტანეთში  გამართული დაჯილდოვებებია, რომელიც IMDB - ყველაზე ვრცელ კინო ვებგვერდთანაც

თანამშრომლობს.  ფილმმა ამა წლის “ზამთრის პრიზი“ ანუ ჟიურის  მთავარი პრიზი მოიპოვა.  

 

jhhf.PNG

 

 მისი ნამუშევარი ფესტივალის ჟიურის წევრმა და  დირექტორმა ბენ რაიდერმა ქართული ფილმის „პოეზია, ჰარმონია

და ქორეოგრაფიად“ მოიხსენია. ცნობილი ირანელი კინორეჟისორის, აბას კიაროსტამის და ასევე  ცნობილი პოლონელი

კინორეჟისორისა და კინოდრამატურგის, კშიშტოფ კიშლევსკის სტილს შეადარა: „პოლონური შავი იუმორით

გამსჭვალული დრამის სტილისკენ,  ფილმის განსაკუთრებით მეორე ნაწილი იხრება,  რადგან მასში არის თავისებური

სოცრეალისტური, კომედიის ელემენტი, რომელიც ერთდროულად მუქიცაა და  საინტერესოც. ის  კშიშტოფ

კისლოვსკის გვიანდელ ნამუშევრებს გვაგონებს,  მაგალითად, ფილმს „სამი ფერი: თეთრი“. ან ‘’ფილმი მკვლელობაზე’’

მიმაჩნია,  რომ რეჟისორი ოსტატურად  იყენებს კინემატოგრაფიულ ინსტრუმენტებს. ამიტომაც ის გამარჯვებულია.

შედეგად გვაქვს სუფთა კინემატოგრაფია“- განაცხადა რაიდერმა.

 

87.PNG

 

 

 

თორნიკე ბზიავა თვლის, რომ გარკვეული ტიპის ექსპერიმენტებს კინოში დიდი მნიშვნელობა აქვს :“ექსპერიმენტებმა

 შესაძლოა, ფილმის კეთების სრულიად ახალი გზას მიგაგნებინოს, თუმცა არსებობს ექსპერიმენტები, რომლებიც

რაღაც გარკვეული დროის შემდეგ  მაყურებელს აღიზიანებს და დაძველებულად მიაჩნია. ჩემი აზრით, მასში მაინც  

უნდა იყოს რაღაც კლასიკური, ნარატიული. ასევე ზუსტი და ნამდვილი პერსონაჟები უნდა არსებობდნენ. რადგან

აქ ყოველთვის  ჩანაფიქრია მთავარი. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება ექსპერიმენტის გარეშე არც

გამოდის. რეჟისურა ის პროფესია არ არის , რომელსაც თავს მარტო გაართმევ, ამიტომ  სამუშაო ჯგუფის

დაკომპლექტება  ერთ-ერთი მთავარი საქმეა იმ კომპონენტთა შორის, რომელიც ფილმის გამართვაში ეხმარება

რეჟისორს. ამას გარდა, ბევრი უნარი და შრომაა საჭირო. და თუ ერთი თაობის რეჟისორები იოლად უგებენ

ერთმანეთს, ბევრი საერთო აწუხებთ, აინტერესებთ და ამავე დროს განსხვავებული სახის ნამუშევრებს ქმნიან, აქ

როდესმე რაიმე ‘ტალღებზეც’ კი შეიძლება იყოს ოცნება შესაძლებელი.“

 

 

 

ესაუბრა : მარიამ ნებიერიძე

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !