17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ნაციონალური
ბალეტი"სუხიშვილები" კონცერტს გამართავს.
მაყურებლის წინაშე მომღერალი ნინო ქათამაძეც თავისი ცნობილი და ყველასთვის საყვარელი რეპერტუარით წარდგება.
სიმღერებს შეარსულებს ანსამბლი "შვიდკაცა" და ალილო.
დღის განმავლობაში დაგეგმილია გასართობი პროგრამები ბავშვებისთვის. საზეიმო მსვლელობა დღის ხუთ საათზე დაიწყება.