
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების მიმართულებით საქართველომ ერთი პოზიციით წინ წაიწია და მე-60 ადგილი დაიკავა.
ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. ორგანიზაციის საიტზე ნათქვამია, რომ „საქართველოს მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული“.
ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის შედეგს დიდი გავლენა ექნება.