ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს რამდენიმე დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს

Image

ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს რამდენიმე დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

 

 

დელეგაცია 30 სხვადასხვა პროფესიული სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს და მათ სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი, ედვარდ იაუ ხელმძღვანელობს.

ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციის საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლის მიზანი კავშირების გაფართოვება, ინვესტიციების შესაძლებლობების განხილვა და ბიზნეს პარტნიორების მოძიებაა.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სემინარი, რომელზეც საბჭოს წარმომადგენლებს „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში ინვესტიციების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  სემინარს ესწრებოდნენ საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებიც, რომლებმაც დელეგატებს რამდენიმე წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნეს.

სემინარის შემდეგ, მედიისთვის პრეკონფერნეცია გამართა სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანმა. ედვარდ იაუმ ყურადღება გაამახვილა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზნებზე. ასევე, ისაუბრა ჰონგ კონგის ადმინისტრაციული ერთეულისა და საქართველოს ბიზნეს-წრეებს შორის თანამშრომლობაზე.

„ჰონგ კონგი ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური ცენტრია არა მხოლოდ აზიაში, არამედ - მსოფლიოშიც. ამიტომ, ჩვენი ინტერესია, განვვითარდეთ და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ქვეყანასთან.  სწორედ ამისთვის ჩამოვედით თბილისში, რომ გავაღრმავოთ ეკონომიკური კავშირები, რადგან საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ის არის ერთგვარი კარიბჭე ევროპასა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის. ჩვენი ინტერესის სფეროებს შორის არის ინფრასტრუქტურული პროექტები. იმედი გვაქვს, წარმატებულად ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა ედვარდ იაუმ.

ჰონგ კონგის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმაც ისაუბრა.

„ჰონგ კონგისთვის საქართველო არის ერთქვარი ჰაბი, სადაც შესაძლებელია, აწარმოონ პროდუქცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გამოყენებით, მათ წვდომა ეძლევათ 2,3 მილიარდიან ბაზართან. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე - ევროპასთან. ამასთან, საქართველოს აქვს ისტორიული ცოდნა და კვალიფიციური მუშახელი, რომ მოახდინოს შემოსული ინვესტიციების მხარდაჭერა,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ვიზიტის ფარგლებში, ედვარდ იაუ და რამდენიმე დელეგატი საქართველის ვიცე პრემიერ-მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. ასევე, გაიმართა შეხვედრები საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტსა და პალატის წევრებთანაც.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია ბუდაპეშტში გაემგზავრება. უნგრეთის დედაქალაქში დელეგაციის წევრები შეხვედრებს უნგრეთის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ.

ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს პირველად არ სტუმრობს. გასულ წელს საქართველოსა და ჰონგ-კონგის ადმინისტრაციულ ერთეულს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ორი ქევყნის სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით დამატებით პერსპექტივებს აჩენს. ამავე წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მემორადუმს მოეწერა ხელი.

ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს შესახებ

ჰონკონგის სავაჭრო განვითარების საბჭო (HKTDC) ნორმატიული ორგანოა, რომელიც 1966 წელს ჰონგ კონგში ვაჭრობის განვითარების ხელშესაწყობად დაარსდა. საბჭოს მსოფლიოს მასშტაბით 50 ოფისი აქვს, აქედან 13 - ჩინეთში. მისი ერთ-ერთი მიზანია, წარმოაჩინოს ჰონგ კონგი, როგორც ორმხრივი გლობალური საინვესტიციო და ბიზნეს ჰაბი.  HKTDC ორგანიზებას უწევს საერთაშორისო გამოფენებს, კონფერენციებსა და ბიზნეს-მისიებს, რათა შექმნას ბიზნეს შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !