ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს - გატაცება სოფელ ყარაფილადან მოხდა.
ალან მარგიშვილი და გიორგი ჩიტიშვილი გუშინ, ღამის 12:00 საათამდე მეგობრის სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ, ოჯახიდან გასულები კი სახლებში არ დაბრუნებულან.
დღეს დილით კი დადასტურდა ინფორმაცია, რომ ისინი რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან.