
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
გეგა გეგეშიძეს ბრალი გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში 126-ე ძალადობის მუხლით წაუყენეს, რაც ერთწლიან პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
ჯერჯერობით უცნობია, დააყენებს თუ არა პროკურატურა სასამართლოში გეგა გეგეშიძის დაპატიმრების შუამდგომლობას. საქმეში კი უკვე დევს "შაბათის კურიერში" გასული კადრები, სადაც ჩანს როგორ სასტიკად უსწორდება გეგა გეგეშიძე ევროპის ქართველ ჩემპიონს.