თბილისში ექვსი უკრაინელი და ერთი ქართველ სამხედრო დააკავეს

Image

თბილისში დაკავებულ 6 უკრაინელ და ერთ ქართველ სამხედროს ბრალი დღეს წარედგინებათ. ადვოკატი უკვე შესულია წინასწარი დაკავების იზოლატორში და ის უკრაინულ ბატალიონ „დონბასის“ წევრების ბრალის წარდგენის პროცედურას დაესწრება.

 

 

შვიდივე სამხედრო გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

როგორც ადვოკატი გიორგი როსტომაშვილმა, პოლიციის სამმართველოში შესვლამდე განაცხადა, შვიდივე დაკავებული მზად არის საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.  

„დაკავებულები მზად არიან რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცონ. აღნიშნული პოზიციები შეჯერდება, როცა საქმის მასალები გადმოგვეცემა,“-ამბობს როსტომაშვილი.

 

რაც შეეხება დაკავებული სამხედრო ლუკა ჩხეტიას საქმეს. ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჩხრეკა სამეგრელოში მათ საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა, თუმცა სამართალდამცველებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

 

„გუშინ იყვნენ მოსულები ნაშუადღევს, 20 კაცამდე იყო, შემოვიდნენ. შევუშვი სახლში. ყველაფერი, ზევითა სართული, ქვევითა სართული, დამხმარე ნაგებობები, ყველაფერი გაჩხრიკეს, ნაპოვნი არაფერი არ არის, 3-4 საათი მიმდინარეობდა ჩხრეკა,“-ამბობს დაკავებულის მამა სერიოჟა ჩხეტია.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ ლუკა ჩხეტიას იარაღი ჩაუდეს. ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?