ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას - ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს

Image

ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას - პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის მოთხოვნები საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა.
გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.

 

 

ვაშაძის თქმით, პირველ რიგში, სასამართლოში შესატანად ამზადებენ სარჩელს, რათა მოითხოვონ არჩევნების შედეგების გაბათილება. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ფონი განსხვავებულია და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს.
ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემაზე მსჯელობის მიზნით კონსულტაციების გამართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვამზადებთ სასამართლოში სარჩელს იმისთვის, რომ გაუქმდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის პირდაპირი ნათელი მაგალითი და სამართლიან და თავისუფალ არჩევნებთან, რაც არის მთავარი ფუნდამენტი ნებისმიერი არჩევნების, არაფერი საერთო არ ჰქონდა იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.


„ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რადგან ვფიქრობთ, რომ სრულიად განსხვავებული არის პოლიტიკური გარემო ამ ე.წ. არჩევნების შემდეგ. აქვე, გვინდა, დავაზუსტოთ, რომ ვითხოვთ, რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, რისთვისაც ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასთანდაკავშირებით. ასევე, გვიხარია, რომ ამ მოთხოვნას იზიარებს სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი.


„უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო თავიდან ბოლომდე, რომ ის არ იყოს ტოტალური კონტროლის, დაშინების მექანიზმი, არამედ იყოს გარანტი იმის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს კომპლექსური ცვლილებები და შეთავაზებები, რომლის განხილვასაც დავიწყებთ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ „ქართულ ოცნებასთან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !