ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს

Image

ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წაუყენეს - სანდო წყარო "კურიერს" უყვება, რომ პოლიტიკურ კრიზისში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" ყოფილ მთავარ პროკურორთან კონსულტაციები გამართა და ის მცირეხნიან პატიმრობაზე დაითანხმა.

 

ბოლო პერიოდში არაერთი სკანდალის შემდეგ "ოცნების" ლიდერების ნაწილი კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ საშუალებად სწორედ ფარცხალაძის მოკლევადიან პატიმრობას ასახელებდნენ.

ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი სავარაუდოდ "ელ-ცენტროში" ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე წაუყენეს. რა მუხლით არის აღძრული საქმე, უცნობია.

"კურიერის" ინფორმაციით, განცხადებას ამის შესახებ პროკურატურა დღეს გაავრცელებს. თუმცა ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, შსს-ში ბრალის შესახებ არაფერს ამბობდნენ და განმარტავდნენ, რომ მისი გამოკითხვა მხოლოდ საგამოძიებო პროცესის ნაწილი იყო. დღესვე განცხადების გაკეთებას გეგმავენ ლაშა თორდიას ადვოკატები.

 

„ეჭვი მაქვს, რომ იქნება მსუბუქი მუხლი, იმისათვის, რომ ოთარ ფარცხალაძეს სასჯელი ჰქონდეს მსუბუქი. იგი მე თავს დამესხა ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო. კონკრეტული დასკვნის გამო, რომელიც იწერებოდა მასზე. ჩვენ ვამოწმებდით ქალაქ თბილისის მერიას, სადაც მისი კორუფციული გარიგებები გამოვლინდა.შესაბამისად ეს მუხლი არის მძიმე, რომელიც ითვალისწინებს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა ახლა ვნახოთ, როგორ განმარტავს საგამოძიებო ორგანო,“-განაცხადა ლაშა თორდიამ.

წყარო:რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !