" ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე " - ივანიშვილი ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვს

Image

პარტია "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის საგანგებო მიმართვას ავრცელებს. ექსპრემიერი ვიდეომიმართვაში კითხულობს განცხადებას, რომლის ადრესატიც ამომრჩეველია.

 

 

ივანიშვილის მათ მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია.

მიმართვის ძირითადი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მთავარ კონკურენტს გრიგოლ ვაშაძეს ეხება.

„დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია. მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი. მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების, მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა. მესმის, რომ უკმაყოფილი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

6 წუთიან მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ძირითად დროს ოპონენტების კრიტიკას უთმობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმონ. 

„ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია, დღეს ჩვენ წინ, ჩვენს პირისპირ სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეების დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. როდესაც ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ხალხის სასარგებლოდ არ იმუშავებს, ის პირველი იქნება, ვინც მის მის წინააღმდეგ წავა.

 

„თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება, ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას, მათ შეცდომების გასწორება არ სურთ, მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილმა ოპონენტების კრიტიკის დროს ასევე, აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩვენების დროს ისინი მოსახლეობას ისეთ დაპირებებს აძლევენ, რაც საპარლამენტო მმართველობის დროს პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცდება.

მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის პატიმრებს შეიწყალებს „დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?