ზვიად აბაშიძე: პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, მესამე კანდიდატის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული

Image

ანალიტიკოს ზვიად აბაშიძის აზრით, გუშინდელი დებატები ამომრჩევლის განწყობებს ვერ შეცვლის, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატებს საზოგადოებისთვის რაიმე სიახლე არ შეუთავაზებიათ.

 

აბაშიძის თქმით, ამ დებატებით გაუგებარი დარჩა რა განსხვავებაა ორი კანდიდატის, ვაშაძისა და ბაქრაძის პროგრამებსა და შეხედულებებს შორის. მით უფრო, რომ ორივე მათგანი მთელი დებატების მანძილზე მხოლოდ ზურაბიშვილისადმი კითხვების დასმით იყო დაკავებული და ერთმანეთის მიმართ შეკითხვები არ გასჩენიათ.
რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატებს, ზვიად აბაშიძის აზრით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი თავი უფრო ფართო სპექტრის რეფორმატორად წარმოაჩინა, რომელიც სამომავლოდ, არა მარტო ზოგადი სამართლიანობის მებაირახტე იქნება, არამედ დიდ როლს შეასრულების სოციალური საკითხების გარკვეული ნაწილის რეფორმიების საკითხში.
„ვაშაძე აშკარად გადის ახალი პრეზიდენტის კომპეტენციებიდან, რადგან ახალი კონსტიტუციით მას არავითარი საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს. ამასთან, განაცხადი იმის შესახებ, რომ ის შეიწყალებს წინა მთავრობის წარმომადგენლებს და ხელს შეუწყობს მიხეილ სააკავშილის საქართველოში დაბრუნებას, მისი მთავარი სათქმელია და სოციალური საკითხები ზოგადი პოპულარობისთვის სჭირდება.“- განაცხადა ზვიად აბაშიძემ.


ანალიტიკოსის შეფასებით, რთული იყო იმის განსაზღვრა რის თქმა სურდა დავით ბაქრაძეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული და ცდილობდა თავი ნეიტრალურ ფიგურად წარმოეჩინა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ზვიად აბაშიძის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილი დებატების მსვლელობისას, პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა, ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო და მესიჯები გასაგები და კონკრეტული ყოფილიყო.


„სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა ჩაჯდეს ახალ სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელიც მას არ აძლევს ფართო პოლიტიკური პროექტების და რეფორმების განხორციელების უფლებას. ზურაბიშვილის მესიჯები გასაგები და კონკრეტული იყო. მაგალითად, საზოგადოებრივ საჭიროებებზე მომუშავე საბჭოების შექმნა, უფრო მომთხოვნი დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ და მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენის ქომაგობა.“ - განაცხადა ზვიად აბაშიძემ.
მისივე თქმით, ზურაბიშილის განცხადება, რომ პრეზიდენტი უფრო საზოგადობრივი წარმომადგენლობითი პირია, ვიდრე პოლიტიკურად პოლიტიკური, იმის დასტურია რომ ის, პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა და ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !