
61 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახი საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს.
ბათუმში ალექსანდრე ლეონიძე შეუძლოდ სამართალდამცველების დევნის ოპერაციის დროს გახდა. ნათესავების მტკიცებით, ის პოლიციას სთხოვდა, წამლის მიღების უფლება მიეცათ, რაზეც პატრულ-ინსპექტორებმა უარი უთხრეს, ამის შემდეგ ალექსანდრე ლეონიძე გარდაიცვალა.
ოჯახი პოლიციელების დასჯას ითხოვს. შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.