თამარ გუდავა: მკვიდრდება სტერეოტიპები,  რომ არასამთავრობოებისა და კონკრეტული ტელევიზიების კრიტიკაზე ინდულგენციაა

Image

ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, მესამე სექტორის დუმილმა გამოიწვია.

 

 

"მედიაც და მესამე სექტორიც უნდა იყვნენ    საზოგადოებრივი და არა,  ვიწროპოლიტიკური ინტერესების დამცველები.ამავე დროს,   ხდება   გარკვეული სტერეოტიპების დამკვიდრება, რომ  არასამთავრობოებისა და კონკრეტული ტელევიზიების კრიტიკაზე ინდულგენციაა.“ - ამის შესახებ "საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელმა  თამარ გუდავამ განაცხადა.  მისი თქმით, მესამე სექტორი  ყოველთვის რეაგირებს  სხვადასხვა სახის აგრესიულ, ჰომოფობიურ გამონათქვამებზე  რისი მოლოდინი  ამჯერადაც იყო.

 

„საზოგადოებაც და ხელისუფლებაც   ელოდა არასამთავრობოების ერთი ნაწილის მწვავე რეაქციას ნიკა გვარამიას აგრესიით სავსე სტატუს-მიმართვაზე, თუმცა ეს არ მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, რაც შემდეგ, მესამე სექტორის მხრიდან არასამთავრობოების დელეგიტიმაციის მცდელობად შეფასდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა კი  ვფიქრობ, ობიექტურობისკენ და მეტი აქტივობისკენ მოწოდება იყო.“   - განაცხადა გუდავამ.
 მისი მოსაზრებით, არ უნდა დაირღვეს დემოკრატიის მთავარი პრინციპები, როცა ერთის აზრის გამოხატვით,  მეორის უფლება ილახება. მით უფრო, დაუშვებელია  საკუთარი აზრის სიძულვილის ენით გამოხატვა.

„როცა საზოგადოება ხედავს, რომ  ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ამა თუ იმ მოვლენის შეფასება  შერჩევით ხდება,  საზოგადოება თავად აკეთებს დასკვნებს. ნდობის მაღალი ხარისხისთვის, მიუკერძოებლობა და ობიექტური შეფასება უმთავრესია და ამას თეორიულ ცოდნასთან ერთად,  პრაქტიკაში განხორცილებას სჭირდება.  - განაცხადა თამარ გუდავამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !