ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა,  მესამე სექტორის დუმილმა გამოიწვია

Image

არის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მესამე სექტორის დელეგიტიმაციის მცდელობა, უნდა დაეფიქსირებინათ  თუ არა პოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ნიკა გვარამიას განცხადებებზე და რა გავლენა ექნება ხელისუფლებისა და მესამე სექტორის დაპირისპირებას წინასაარჩევნო პროცესზე. 

 

თემაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

 

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა მათი დელეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.  რა გავლენას იქონიებს ეს წინასაარჩევნო პროცესზე?

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იყო საკმაოდ ხისტი, მაგალითად,  სიტყვა „ფაშიზმის“ ხმარება, თუმცა ეს იყო მისი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მის გამოსვლაში არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგიტიმაციის მცდელობა ვერ დავინახე. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ბ-ნი კობახიძე სხვა რიტორიკით და ტერმინებით ისაუბრებდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მესამე სექტორმა იმით გამოიწვია, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე რომელიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიერ საჯაროდ გაკეთებულ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს. ამჯერად კი, გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე დუმული არჩიეს.  კობახიძეს არ დაუკავშირებია ეს კრიტიკა არასამთავრობოების კრიტიკულ განცხადებებთან, რომლებიც ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხებოდა. ამასთან, მინდა ყურადღება მივაქციო არასამთავარობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადების ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პასაჟს. როდესაც ისინი საუბრობენ კორუფციაზე, პოლიტიკურ კრიზისსა  და არაფორმალური მმართველობაზე, იყენებენ სიტყვას-  „სავარაუდო“  და სწორადაც იქცევიან, რადგანაც ვიდრე დამაჯერებლად ვიტყოდეთ რომ ეს მართლაც ასეა,  ამ ყველაფერს ჯერ უტყუარი ფაქტებით სჭირდება დამტკიცება.  ნიშანდობლივია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ხელს მხოლოდ რვა ორგანიზაცია აწერს, მაშინ როდესაც საქართველოში რამდენიმე ასეული აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა. ვფიქრობ, ეს სიტყვიერი ფარიკაობა ირაკლი კობახიძესა და ენჯეობის ამ მცირე ჯგუფს შორის, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო პროცესზე, რომელიც მცირე ინციდენტების მიუხედავად ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ მოხსენიებული ენჯეოები მაგიდასთან დასხდებიან და იქ განიხილავენ  ყველა საკამათო საკითხს, რაც ხელს შეუწყობდა დაძაბულობის და გაუგებრობის განმუხტვას.   

რა შეიძლება გამოიწვიოს არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებამ.  როგორ ფიქრობთ, არჩევნების შეფასებისას, შესაძლებელია თუ არა მესამე სექტორმა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ განსაკუთრებული, ხისტი პოზიცია დაიკავოს?

არ მგონია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა რაღაც კონიუნქტურული ინტერსების და წყენის გამო,   საკუთარ თავს ასეთი დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის,   მესამე სექტორის დონორების წინაშე ანგარიშვალდებულება.  თუ ეს მართლაც მოხდა,  ეს კონკრეტული ორგანიზაციები შესაძლო დაპირისპირებაში მხარე აღმოჩნდნენ და საზოგადოებაში ასეთი აღქმა შეიქმნა, სწორედ ეს იქნებოდა მათი დელეგიტიმაციის დასაწყისი. მე არ ვისურვებდი მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?