უკანონო პატიმრობის მესამე დღე - გორის რაიონის სოფელ კირბალში მცხოვრებ აკაკი დოთიაშვილების ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაჰკავშირებია.
50 წლის მწყემსი რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორი დღის წინ გაიტაცეს.
რაც შეეხება მაია ოთინაშვილს - ის ცხინვალში უკვე კვირაზე მეტია დაკავებული ჰყავთ. როდის მოხდება მისი გათავისუფლება ამ ეტაპზე უცნობია.
ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ გატაცებულების გასათავისუფლებად ისინი ყველაფერს აკეთებენ.