2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია

Image

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატები  ეთიკის პრინციპებზე თანხმდებიან. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტის პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია და შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი მიესალმნენ.

 

დოკუმენტზე ხელმომწერი პირები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს. ეთიკის პრინციპები საფუძვლად დაედება პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას.  დოკუმენტზე ხელმომწერი პირები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ და არ გამოიყენებენ  ადმინისტრაციულ  რესურსებს.

 

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა მედიისა და საზოგადოების წინაშე. ეს გახლავთ ეთიკის პრინციპებზე შეთანხმების დოკუმენტი. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი და მათი წარმომადგენლები ჩართული იყვნენ ეთიკის პრინციპების შემუშავების პროცესში და ისინი აცხადებენ თანხმობას ამ დოკუმენტზე შემოერთების. დოკუმენტს უკვე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და ველოდებით ყველა კანდიდატის ხელმოწერას, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მათი წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა დოკუმენტის შინაარსთან და შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საარჩევნო კულტურის განვითარება, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა ასევე არის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი. ის ეთიკის პრინციპები, რომლებიც გახლავთ საზოგადოების ინტერესების დაცვა ძალადობაზე უარის თქმა, მუქარისა და შანტაჟის გამოუყენებლობა, სიძულვილის ენის გამოუყენებლობა, ცხადია, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლების პატივისცემა, როდესაც კანდიდატები ამ ეთიკის პრინციპებით განახორციელებენ კამპანიას“, განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

„ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა შესაძლებლობა შეიცვალოს პოლიტიკური კულტურა, რომელიც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს და ორიენტირებული იქნება წინასაარჩევნოდ უფრო მეტად არსებითი საკითხების შესახებ დისკუსიასა და ობიექტურ დებატებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის ნაცვლად. პოლიტიკური კულტურის ცვლილება საჭიროა იმდენად, რამდენადაც არ არის საკმარისი გვქონდეს მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტები ან საარჩევნო კოდექსი. დემოკრატია საბოლოო ჯამში გულისხმობს სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პრინციპს ამა თუ იმ იდეისა თუ პოლიტიკური პროგრამის შესახებ; სწორედ ამიტომ, შვეიცარიისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას საქართველოში; მხოლოდ მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და პრაქტიკულად ყველა კანდიდატმა მოაწერა დოკუმენტს ხელი“, განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.

 

შეთანხმების პროცესს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით გაუწია ფასილიტაცია. პრეზენტაციას, კანდიდატებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !