ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი დაიწყო

Image

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი დაიწყო.

სწავლების მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია,  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტი დავით ღონღაძე მიესალმნენ.

 

სწავლების ძირითადი თემები საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვაა. საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები ჟურნალისტებს დეტალურად აცნობენ საკითხებს კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციებზე, ასევე გენდერულ თანასწორობაზე არჩევნებში, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე, არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებზე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, არჩევნების გაშუქების თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილებაზე და გაშუქების ძირითად სქემებზე. 

 

„საარჩევნო ადმინისტრაცია სწავლების ცენტრთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან ერთად აგრძელებს ტრადიციას, და წელსაც რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის დაიწყო  სამდღიანი სწავლების ციკლი, იმისთვის, რომ არჩევნების წინ ყველამ ერთად გავიაროთ და შევხედოთ რა სიახლეა კანონმდებლობაში, რა არის არჩევნები, როგორია მისი გაშუქების კარგი და საერთშორისო სტანდარტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მომდევნო სამი დღე იქნება ნაყოფიერი და ძალიან სასარგებლო ჟურნალისტებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“,- აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

 

ტრენინგებს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით ატარებს.

 

სამი დღის განმავლობაში სწავლებას როგორც ტელე/რადიო მაუწყებლობის, ისე ბეჭდური და ონლაინ მედიის 70-ზე მეტი ჟურნალისტი გაივლის.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !