„ირანის დედაქალაქში ორი საიდუმლო ბირთვული საცავი მდებარეობს, სადაც ასობით ტონა ბირთვული მასალები და მოწყობილობები ინახება"- განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფოტო მტკიცებულებებიც წარადგინა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მათი შემოწმება მოსთხოვა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლების გამო და ევროპა თეირანის რეჟიმის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.