ვანო მერაბიშვილი ბადრაგის თანხლებით თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში ღამით დააბრუნეს.
საავადმყოფოში ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ორი საათის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული. მიზეზი ამჯერადაც სასუნთქი გზების პრობლემები სახელდება, თუმცა კონკრეტულად რა სახის სამედიცინო მანიპულაცია თუ კვლევა ჩაუტარდა მას უცნობია.
ადვოკატი პასუხს დიაგნოზთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამ დრომდე ელოდება. ბოლო პერიოდში ეს მერაბიშვილის ჯანმრთელობის დამძიმების და ჰოსპიტალიზების უკვე მესამე შემთხვევაა.